ამერიკელი ექსპერტი ისევ გადაწყვეტილების მოლოდინშია - სააკაშვილის ადვოკატებმა აზარაშვილს დამატებითი დოკუმენტაცია გაუგზავნეს
ამერიკელი ექსპერტი ისევ გადაწყვეტილების მოლოდინშია - ნობელის პრემიის ლაურიანტს მიხეილ სააკაშვილთან ჯანდაცვის სამინისტრო მეორე დღეა არ უშვებს.
უწყება ამტკიცებს, რომ საერთაშორისო ექსპერტი დროებითი ლიცენზიის მისაღებად კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ დამატებითი დოკუმენტაცია აზარაშვილის უწყებაში რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტის უცხოელმა ადვოკატმა და გიული ალასანიამ შეიტანეს.
პარალელურად საერთაშორისო ექსპერტის სააკაშვილთან შეშვების მოთხოვნით, უწყებასთან აქციაც გაიმართა.
ჯანმდაცვის სამინისტროსგან მივიღეთ ნებართვა 4-დან 2 სამედიცინო ექსპერტისთვის. დღეს მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია. იმედი გვაქვს, რომ ნებართვას მივიღებთ ექიმი კობისთვის, რომელიც ნობელის პრემიის ლაურიატია. ჩვენ განვაახლეთ მოთხოვნა და ხაზი გაუსვით ექიმი კობის სამედიცინო კვალიფიკაციას. მას აქვს კლინიკური პრაქტიკა და ბოლო 5 წელიწადია, მკურნალობს პაციენტებს მთელს მსოფლიოში"- აცხადებს სააკაშვილის ამერიკელი ადვოკატი, მასიმო დანჯელო.