საყვედური თუ უთხრა, დაიქცა ქვეყანა?! - სკოლის დამლაგებელს არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

23.04.21 17:34
საყვედური თუ უთხრა, დაიქცა ქვეყანა?! - სკოლის დამლაგებელს არასრულწლოვნებზე ძალადობაში ადანაშაულებენ

ბაღდათის რაიონის სოფელ დიმის ნომერ პირველი საჯარო სკოლის  დამლაგებელი არასრუწლოვნებზე ძალადობაში ამხილეს.  მოსწავლეებს ვიდეომტკიცებულებაც გააჩნიათ,  რომ სკოლის დამლაგებელი მოსწავლეებს აგრესიულად მიმართავს  და მათ საპირფარეშოებისა და კლასების დალაგებას ავალებს.

სკოლის პერსონალი აცხადებს, რომ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და დამლაგებელმა მე 7-ე კლასის მოსწავლეებს სისუფთავესთან დაკავშირებით საყვედური მისცა.

უბრალოდ საყვედური უთხრა ბავშვებს, რატომ აბინძურებდნენ დერეფანს და ამაზე ერთი აჟიოტაჟი ატეხეს.  საყვედურის თუ უთხრა, დაიქცა ქვეყანა? საყვედური არ უნდა უთხრა, უწესრიგოდ თუ მოიქცევიან? - ამბობს სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი.

  სკოლის დირექტორი, მერაბ კვირიკაშვილი, მომხდარზე განმარტებებს არ აკეთებს და ტვ პირველის კამერას ემალება.  ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს აგრესიით დახვდა სკოლის ერთერთი პედაგოგიც. 

სკოლაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს.

რეზონანსული საქმის სასამართლო პროცესზე დღეს ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 

დაცვის მხარის ინფორმაციით, წვევამდელების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა თავი მოიკლა. 

ადვოკატის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ამ საქმის საწყის ეტაპზე გამოკითხეს, რამდენიმე თვეში კი მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

დღესვე გაირკვა, რომ სუიციდი სცადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა წვევამდელმაც. 

მსგავსი სიახლეები