პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კვლევას დავასრულებ - სააკაშვილთან ამერიკელი ექსპერტი იმყოფება
„ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზა დაიწყო. მეესამე პრეზიდენტის ჟანმრთელობის მდგომაროების შესაწავლად კლინიკაში ამერიკელი ნევროლოგი მივიდა.
ის ერთ- ერთია ვისი დასკვნის საფუძველზეც, ადვოკატები სააკაშვილის სასჯელის გადავდებას მოითხოვენ.
ამერიკელი სპეციალისტის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილს დამატებით კვლევებს ჩაუტარებს, რის შემდეგაც შესაბამის დასკვნას მოამზადებს.
"შევაფასებ ჩემი პაციენტის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩავატარებ დამოუკიდებელ სამედიცინო ექსპერტიზას, როგორც ნევროლოგი, ჩავუტარებ ინტერვიუს და როგორც ფიზიკურ ასევე ნევროლოგიურ კვლევას, პასუხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ჩემს კვლევას დავასრულებ", - თქვა შაჰინ ემანუელ ლახანმა.