რა გახდა დმანისის მუზეუმის დირექტორის გარდაცვალების მიზეზი - კულტურის სამინისტრო დუმს
რა გახდა დმანისის მუზეუმის გარდაცვალების მიზეზი - კულტურის სამინისტრო დუმს. წულუკიანის უწყება გოჩა კილაძის საეჭვო გარდაცვალების საქმეზე არაფერს ამბობს.
ყველაზე ჩაკეტილი უწყების მინისტრი არც იმას განმარტავს, რა წერია გენერალური ინპექციის დასკვნაში, რომელმაც ერთ ერთი ვერსიით, წულუკიანის დავალებით მუზეუმში მოკვლევა ჩაატარა.
გახდა თუ არა არქეოლოგიური ცენტრის დირექტორის სიკვდილის მიზეზი სავარუდო ზეწოლა და ის რეპრესიები, რომელიც მუზეუმების გაერთიანებაში მიმდინარეობდა, ახლა საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინონ.
პარალელურად, დმანისის პოლიციის განყოფილებას გამოკითხვების სერია მიმდინარეობს. კრიმინალური პოლიცია მუზეუმის თანამშრომლებს ჰკითხავს.
შეგახსენებთ, რომ დმანისის არქოლოგიური ცენტრის დირექტორი გარდაცვლილი ნახეს. 50 წლის გოჩა კილაძის ცხედარი მუზეუმის ბაზაზე რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა აღმოაჩინა. კილაძე სწორედ ამ ბაზის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.