გოჩა კილაძის საეჭვო გარდაცვალება - ეროვნულმა მუზეუმმა სამძიმრის წერილში ცოცხალი თანამშრომლის ფოტო განათავსა
დმანისის მუზეუმის დირექტორის საეჭვო გარდაცვალება - ცოტა ხნის წინ ეროვნულმა მუზეუმმა სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა, სადაც შეცდომით ცოცხალი თანამშრომლის ფოტო იყო განთავსებული. მოგვიანებით პოსტი ჩაასწორეს და მოქმედი თანამშრომლის ფოტო გარდაცვლილი გოჩა კილაის ფოტოთი ჩაანაცვლეს.
შეგახსენებთ, რომ დმანისის არქოლოგიური ცენტრის დირექტორი გარდაცვლილი ნახეს. 50 წლის გოჩა კილაძის ცხედარი მუზეუმის ბაზაზე რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა აღმოაჩინა. კილაძე სწორედ ამ ბაზის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.