საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 25 990 მოქალაქე იმყოფება, მათ შორის 6980 არასრულწლოვანია - კასიანოვი
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება უკრაინის 25 990 მოქალაქე, მათ შორის 6980 არასრულწლოვანია.
ანდრეი კასიანოვის განმარტებით, საელჩო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უკრაინის მოქალაქეებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურება იქნას უზრუნველყოფილი.
„კერძოდ, მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს, თბილისის ამერიკულმა ჰოსპიტალმა განაცხადა, რომ მიიღო კიდევ ერთი ტრანში ამერიკული სამთავრობო გიგანტური კორპორაციიდან, რამაც საშუალება მისცა გაეგრძელებინა მიმდინარე წლის ივნისში დაწყებული, უკრაინის მოქალაქეების უფასო მომსახურების პროგრამა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის ივნისის ბოლოდან თბილისში ამერიკულ ჰოსპიტალში უკრაინის 2700-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო კვალიფიციური სამედიცინო დახმარება, ამავდროულად, ჩატარდა 552 ქირურგიული ჩარევა, 10 ათასზე მეტი ლაბორატორიული გამოკვლევა, ხოლო სამედიცინო პროცედურების საერთო რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა“, - განაცხადა კასიანოვმა.