გარდაცვლილი არქეოლოგის საქმე - გოჩა კილაძის თანამშრომლებს კითხვები სავარაუდო ზეწოლაზეც დაუსვეს
დმანისის პოლიციაში გამოკითხვების სერია გრძელდება - მუზეუმის თანამშრომლებს კრიმინალური პოლიცია საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი გოჩა კილაძის საქმეზე კითხავს. რამდენიმე თანამშრომელმა დაკითხვის დასრულების შემდეგ "ტვ პირველს" დაუდასტურეს, რომ გამომძიებლებმა კითხვები მუზეუმში ჩატარებული სავარაუდო აუდიტის დასკვნაზეც დაუსვეს.
კითხვები დაისვა სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზეც. კულტურის სამინისტრო კი ამ დრომდე დუმს. თეა წულუკიანი ასაიდუმლოებს გაუშვა თუ არა მუზეუმში გენერალურ ინსპექცია ან შევიდა თუ არა იქ მისი მოთხოვნით აუდიტის სამსახური.
ყველა კითხვას გავეცით პასუხი, რაც ვიცოდი ყველაფერი ვუთახრი"- აცხადებს მუზეუმის თანამშრომლები.
შეგახსენებთ, რომ დმანისის არქოლოგიური ცენტრის დირექტორი გარდაცვლილი ნახეს. 50 წლის გოჩა კილაძის ცხედარი მუზეუმის ბაზაზე რამდენიმე საათის წინ ერთ-ერთმა ადგილობრივმა აღმოაჩინა. კილაძე სწორედ ამ ბაზის ტერიტორიაზე ცხოვრობდა.