ვიღაცამ შეაშინა და მამამისს ახოცავს ხელს - რას ჰყვებიან ოზურგეთში გაუჩინარებული გოგოს მეზობლები

23.04.21 17:26
ვიღაცამ შეაშინა და მამამისს ახოცავს ხელს - რას ჰყვებიან ოზურგეთში გაუჩინარებული გოგოს მეზობლები

ოზურგეთიდან გაუჩინარებული 17 წლის გოგონას საქმეზე პოლიციაში გამოკითხვების სერია მიმდინარეობს. სამართალდამცველები მარიამ ბურჭულაძის თანაკლასელებსა და სკოლის პედაგოგებს ჰკითხავენ. ტვ პირველთან საუბარში ისინი ამბობენ, რომ მამის მხრიდან ძალადობის შესახებ მათ არასრულწლოვანისგან  არაფერი სმენიათ. ამავეს ამბობენ ბურჭულაძეების მეზობლებიც. ისინი თავად გოგონასაც და მის მამასაც დადებითად ახასიათებენ. 

მარიამ ბურჭულაძის საჩივარი მამის წინააღმდეგ ახლობლებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

მე ვფიქრობ, რომ რაღაცას თამაშობდა იმ ტელეფონში, ვიღაცამ შეაშინა და ახოცავს მამამისს ხელს. როგორ მამას, იცი? ხუთი შვილი ჰყავს და ხუთივესთვის ცალ-ცალკე მოჰქონდა, მარიამს ეს შოკოლადი უყვარს, ანის ის უყვარს, თამთას ეს უყვარს. სიცრუეა ყველაფერი, - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

ცნობილია, რომ გოგონა სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ უკვე გადაიყვანეს. 

ოზურგეთიდან  გაუჩინარებულ გოგონა, რომელიც პოლიციამ იპოვა, სახლში დაბრუნებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მამის მხრიდან სისტემატური ძალადობის მსხვერპლია. სამართალდამაცავებისთვის მიცემულ ჩვენებაში მარიამ ბურჭულაძე ძალადობის დეტალებზე საუბრობს.