ჯარისკაცების წამების საქმე - ვინ არის მაიორი, ვინც თავი მოიკლა (ოჯახის პოზიცია)

23.04.21 17:37
ჯარისკაცების წამების საქმე - ვინ არის მაიორი,  ვინც თავი მოიკლა (ოჯახის პოზიცია)

ჯარისკაცების წამების საქმის ხმაურიანი გაგრძელება - როგორც ირკვევა, საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მაიორი მერაბ ბარბაქაძეა. 

დაცვის მხარის მტკიცებით, ის წვევამდელების წამების ფაქტზე გამომძიებლებმა გამოკითხეს, გამოკითხვიდან რამდენიმე დღეში კი ბარბაქაძემ თავი მოიკლა. 

მერაბ ბარბაქაძის ოჯახი კი "ტვ. პირველთან" ამბობს, რომ მაიორს აღნიშნულ საქმეზე აშანტაჟებდნენ. თვითმკვლელობის დღესაც მას ტელეფონზე დაურეკეს, რის შემდეგაც ბარბაქაძემ საკუთარი სახლის ეზოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

ტელეფონზე დაურეკეს, გარეთ გავიდა და ვიღაცას ეუბნებოდა: კარგი, კარგიო! სახლში რომ შემოვიდა ფერი არ ედო... ჩემი ძმა ჭიანჭველასაც არ დააბიჯებდა ფეხს"- ამბობს გარდაცვლილის და. 

მერაბ ბარბაქაძის ოჯახი სატელეფონო ამონაწერს ითხოვს:

ამოიღონ მარტის თვის სატელეფონო ჩანაწერები, ამ საქმეს მივყვებით ბოლომდე. ჩემი შვილი მკვდარია, საქმე კი გამოსაძიებელი. ახლა ცოცხალი მკვდარს ადებს ხელს, რომ გამართლდეს"- თქვა გარდაცვლილი მაიორის მამამ. 

 რეზონანსული საქმის სასამართლო პროცესზე დღეს ახალი დეტალები გახდა ცნობილი. 

დაცვის მხარის ინფორმაციით, წვევამდელების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა თავი მოიკლა. 

ადვოკატის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი ამ საქმის საწყის ეტაპზე გამოკითხეს, რამდენიმე თვეში კი მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

დღესვე გაირკვა, რომ სუიციდი სცადა ერთ-ერთმა დაზარალებულმა წვევამდელმაც. 

მსგავსი სიახლეები