ფიზიკური დაპირისპირება „ორ ნაბიჯში“ - მთვრალმა მომხმარებელმა თანამშრომლები სცემა
ხელჩართული ჩხუბი და დაპირისპირება სუპერმარკეტში.ნაცემია სამი ქალბატონი. მათ სხეულის დაზიანებები მაღაზიაში შესულმა მომხმარებელმა მიაყენა.
კადრებში რომელიც ობიექტის სათვალთვალო კამერებმა გადაიღეს, ჩანს როგორ უსწორდება სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქე მაღაზიის თანამშრომლებს და როგორ აზიანებს პროდუქციას.
კაცის განეიტრალებას სხვა მომხმარებლები ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.
რაღაც უაზრობაზე დაიწყო ჩხუბი, ვიღაც გოგომ გადაღება დაიწყო და ამაზე გაგიჟდა და თითო ხელი ყველას დაარტყა, თანამშრომლებსაც და მათ შორის სხვა მომხმარებელსაც, ვინც იღებდა. მერე მენეჯერი მოვიდა და იმასაც ისე დაარტყა, რომ საავადმყოფოშია“, – ამბობს ვიდეოში მაღაზიის თანამშრომელი.
პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.