"მეცოდებიან ისინი, ვინც შიშის გამო ვერ მიდის დედაჩემის სამძიმარზე" - სოსო გოგაშვილი

05.10.22 11:54
"მეცოდებიან ისინი, ვინც შიშის გამო ვერ მიდის დედაჩემის სამძიმარზე" - სოსო გოგაშვილი

სოსო გოგაშვილს დედა გარდაეცვალა.

სუს-ის ყოფილი შეფი ციხიდან წერილს ავრცელებს და წერს, რომ თანაუგრძნობს და ეცოდება ის ადამიანები, რომლებიც შიშის გამო მის ოჯახთან სამძიმარზე ვერ მიდის. 

მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გულთან მიიტანა ჩემი ოჯახის მწუხარება დედის გარდაცვალების გამო. უფალმა სასუფეველი დაუმკვიდროს მხევალს ღვთისას ნინელის. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ეს განსაცდელი გაგვაძლიერებს. მადლობა უფალს, რომ ასუფთავებს ჩემი ნათესავებისა და მეგობრების წრეს, მედროვეების, ფარისევლებისა და მლიქვნელებისგან. ჩემთან რჩებიან ღირსეულები. თანავუგრძნობ მათ, ვინც შიშის გამო ვერ მიდის ჩემს ოჯახთან. მეცოდებიან ისინი, ვინც ჩემი წყალობით არიან თანამდებობებზე და არ მიდიან ჩემს ოჯახთან. უფალმა შეუნდოს ყველას". - წერს სოსო გოგაშვილი.