სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში - დაჭრილია 26 წლის ბიჭი

05.10.22 12:00
სისხლიანი გარჩევა თბილისის ცენტრში - დაჭრილია 26 წლის ბიჭი

სისხლიანი გარჩევა დედაქალაქის ცენტრში - დაჭრილია 26 წლის კაცი. "პირველების" ინფორმაციით, დაპირისპირება გამთენიისას, ერთ-ერთ ჩასარიცხ აპარატთან მოხდა. ადგილობრივების თქმით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. 

დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, ბრალდებული კი დაკავებული. 

გამოძიება ორი მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.