ქვეყანაში კადრების დეფიციტს რუსეთის მოქალაქეები ავსებენ - სად საქმდებიან მობილიზაციას გამოქცეულები

05.10.22 13:49
ქვეყანაში კადრების დეფიციტს რუსეთის მოქალაქეები ავსებენ - სად საქმდებიან მობილიზაციას გამოქცეულები

იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკური სიდუხჭირის გამო საქართველოდან მოქალაქეები გარბიან, ქვეყანაში ოკუპანტები მასობრივად შემოდიან. ქვეყანაში კადრების დეფიციტს ახლა რუსეთის მოქალაქეები ავსებენ. 

ბიზნესსექტორი ამბობს, რომ ყოველდრიურად  მათ დასაქმების მოთხოვნით რუსეთის ათობით მოქალაქე მიმართავს. ისინი ძირითადად მშენებლობებზე, ტაქსებზე და სხვადასხვა ბიზნეს სექტორში საქმდებიან. 

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დასაქმებულები იყვნენ სამშენებლო ობიექტებზე, ისინი რატომღაც, მართლა ჩემთვის გაურკვეველია, მიდიან პოლონეთში, ძირითადად. ამ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ახლა მოდიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ე.წ. მეორე ტალღისმიერი, მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ შემოვიდნენ, ისინი ძალიან აქტიურად ეშებენ სამუშაოს. რეალურად, ამ სივცარიელეს აუცილებლად დასწირდება შევსება, - ამბობს საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილი. 

ბიზნესსექტორშ კადრების ნაკლებობას ხელისუფლებაც აღიარებს.  

დღეს არ არის საკმარისი მუშა ხელი, მათ შორის, არ არის კვალიფიციური მუშა ხელი. არათუ ადამიანი არ უნდა მიდიოდეს ქვეყნიდა, პირიქით, ადგილზე არის დეფიციტი მუშა ხელის. აქ საუბარია იმაზე, რომ უნარები უნდა გაიზარდოს. საქართველოდან წასული მოქალაქეები დღეს ბრუნდებიან, რომლებმაც კვალიფიკაცია იგივე სამშენებლო სექტორში შეიძინეს სხვადასხვა ქვეყანაში, იმიტომ, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად გაზრდილი ამ სექტორში ხელფასები. პრობლემები ბევრია. არის გადინებაც, არის შემოდინებაც, - განაცხადა დღეს ვიცე პრემიერმა.

"პირველებმა" ლევან დავითაშვილს კითხვა სამშენებლო სექტორში რუსეთის მოქალაქეების დასაქმების შესახებ დაუსვა, რამაც მინისტრი გააღიზიანა.