ვფიქრობ, ჩემი შვილის სიკვდილს არ დაუშვებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან ექსპერტის შეშვებას ითხოვს

05.10.22 13:34
ვფიქრობ, ჩემი შვილის სიკვდილს არ დაუშვებენ - გიული ალასანია სააკაშვილთან ექსპერტის შეშვებას ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტების შეშვებას ითხოვს. გიული ალასანია შვილს რამდენიმე წუთში შეხვდება და დაადგენს, რატომ თქვა პატიმარმა საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარი. 

"გუშინ ვერ ვნახე ჩემი შვილი, ახლა მოვედი და არ ვიცი რა მოხდა. ვვარაუდობ, რომ მიშამ შიმშილობა უცხოელი ექსპერტის არშეშვების გამო დაიწყო. ყველანი ადამიანები ვართ, მე ვფიქრობ, რომ არ დაუშვებენ ჩემი შვილის სიკვდილს და დღის ბოლომდე ექსპერტს შეუშებენ მასთან". - ამბობს ალასანია.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის ეტაპზე 20 კილოგრამი დაიკლო და ამ დრომდე უჭირს გადაადგილება.  საქართველოს მესამე პრეზიდენტის  ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ სააკაშვილი წამლებისა და საკვების მიღებაზე უარს ამბობს.