ინსულტისა და ინფარქტის რისკი მაღალია, სააკაშვილისთვის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა კატეგორიულად დაუშვებელია - ჯიშკარიანი

05.10.22 13:51
ინსულტისა და ინფარქტის რისკი მაღალია, სააკაშვილისთვის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა კატეგორიულად დაუშვებელია - ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ დირექტორი, მარიამ ჯიშკარიანი მესამე პრეზიდენტის სასაიცოცხლო რისკებზე საუბრობს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასამართლო პროცესებში მონაწილეობა კატეგორიულად დაუშვებელია.  ექსპერტის თქმით, ინსულტისა და ინფარქტის რისკი მაღალია. 

ჩვენ გავეცით რეკომენდაცია, რომ ნებისმიერი დისტრესი გამოიწვევს სიცოცხლისათვის რისკს. შესაძლებელია განვითარდეს, როგორც ინსულტი, ასევე გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, მაგალითად ინფარქტის სახით. გავეცით ცნობა და რეკომენდაცია, რომ სასამართლოს დასრულებამდე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია გარკვეული სასამართლო პროცესებში მისი მონაწილეობა. გუშინ განხორციელებული აქტი ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა, ვინაიდან ამან შექმნა რისკი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი დამძიმების“ - აცხადებს ჯიშკარიანი.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის ეტაპზე 20 კილოგრამი დაიკლო და ამ დრომდე უჭირს გადაადგილება.  საქართველოს მესამე პრეზიდენტის  ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ სააკაშვილი წამლებისა და საკვების მიღებაზე უარს ამბობს.