ძმებ კაკულიები განსასჯელის სკამზე - ხმაურიანი პროცესი საქალაქო სასამართლოში
კაკულები ციხიდან სასამართლში მიიყვანეს. მკვლელობის მცდლეობაში ბრალდებული ძმები სხდომათა დარბაზში იმყოფებიან.
კაკულიები სასამართლო სხდომაზე დუმილის უფლებას ინარჩუნებენ და არ აღიარებენ არცერთ ბრალს, რომელიც მათ მიმართ არის წარდგენილი.
დღეს ბრალდების მხარემ წარადგინა შესავალი სიტყვა. შემდგომ უკვე ჯერი მიდგა დაცვის მხარეზე.
უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ დავით და გურამ კაკულიებს მოტივიც კი არ ჰქონდათ, რომ მაისში არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის განზრახ მკვლელობა ეცადათ.
ასევე უფლებადამცველები აპელირებენ, რომ ბრალდების მხარეს საერთოდ არ აქვს მტკიცებულებები.
ამოღებულია თუ არა ნივთმკიცებად დანაშაულის იარაღი და არის თუ არა მასზე ძმები კაკულიების კვალი, საქმის პროკურორი დეტალებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
დღეს სასამართლო არაყიშვილის ქუჩაზე მოხმდარი სისხლიანი გარჩევის საქმეს განიხილივას.
ძმებ კაკულიებს ოფიციალურად სერგი ქურთიაშვილის დაჭრას ედავებიან, თუცმა მათი გვარი ვერაზე მომხდარი გახმაურებული მკვლელობის საქმესაც უკავშირდება.
მომხდარიდან წელიწადზე მეტი გავიდა, მაგრამ პროკურატურამ მათთვის ბრალის წარდგენა ვერ მოახერხა.