სიჩქარის გადაჭარბება 300 ლარი, დრიფტი - 300 ლარი და მინუს 30 ქულა - საგზაო ჯარიმები ორმაგდება
საგზაო ჯარიმები ორმაგდება -პარლამენტი ამ წუთებში კანონპროექტს განიხილავს. ჯარიმები იზრდება სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევებზე - მძღოლი 150 ლარის ნაცვლად 300 ლარით დაჯარიმდება.
დასჯადი ხდება ე.წ. „დრიფტიც“ - პირველ შემთხვევის დროს ეს ქმედება 300 ლარის ოდენობით ჯარიმასა და მართვის მოწმობის 30 ქულით დაკლებას გამოიწვევს, განმეორების დროს კი მძღოლი 500 ლარიან სანქციასა და მართვის მოწმობაზე 35 ქულის დაკლებას დაექვემდებარება.
ჯარიმა არის გათვალისწინებული ავტომანქანებზე ჩაბურული მინების არსებობის შემთხვევაშიც.
კანონპროექტი პარლამენტს შსს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, წარუდგინა.