"თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ" - ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი

05.10.22 15:16
"თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ" - ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი

2 წლიანი სასამართლო დავის შემდეგ, ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. 

როგორც ნომერ პირველმა ჩოგანმა "ტვ პირვლს" განუცხადა, ის კომენტარს სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ გააკეთებს. 

როგორც თავიდანვე აღვნიშნე, სანამ პროცესები არ დამთავრდება, განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება პროცესები, აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ",- უთხრა "პირველებს" სპორტსმენმა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში სდებს ბრალს. მოდელი ამტკიცებს, რომ ქმარი მასზე გენდერული ნიშნით ფიზიკურად ხშირად ძალადობდა.