ივანიშვილის მეზობელს, რომელმაც ოლიგარქს მიწა არ მიჰყიდა, მშენებლობის უფლებას არ აძლევენ

05.10.22 17:36
ივანიშვილის მეზობელს, რომელმაც ოლიგარქს მიწა არ მიჰყიდა, მშენებლობის უფლებას არ აძლევენ

შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სასახლის მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთის მფლობელს, რომელმაც ოლიგარქს საკუტარი ტერიტორიის მიყიდვაზე უარი უთხრა, ხელისუფლება მშენებლობის უფლებას არ აძლევს. სოფელ ნატანებში მცხოვრები ლილი ვარშალომიძე აცხადებს, რომ მისი მიწის მეზობლად ყველა ტერიტორია ივანიშვილმა შეისყიდა და მშენებლობაც განახორციელა, მას კი ამის უფლებას ადგილობრივი მთავრობა  არ აძლევს. 

ივანიშვილმა მანამდე შემომთავაზა მიწის გაყიდვა და არ გავყიდე. სტატუსი კი შემოთავაზებამდე შეუცვალეს ტერიტორიას. ამის შემდეგ იქ მშენებლობის ნებართვას არ მაძლევენ, მხოლოდ ყანას ვთესავ, სიმინდის მოსავალი მაქვს. ამ დროს ჩემს გვერდზე არსებული ყველა ნაკვეთი ივანიშვილმა შეისყიდა და იქ მშენებლობის ნებართვა აქვს. 

როცა მოვითხოვე, მოეცათ მშენებლობის უფლება, უარი მითხრეს. - განუცხადა ,,ტვ პირველს" ლილი ვარშალომიძემ.

ტვ პირველის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა შეკვეთილში მისი რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია ჯერ შემოღობა, სახელმწიფო ქონებას კი ბოქლომი დაადო, ახლა კი სრულად მისაკუთრების გეგმა აამოქმედა.

ოლიგარქის სურვილების შესასრულებლად საკრებულომ ბრძანება როგორც ჩანს უკვე მიიღო და 2 ჰექტარი ტყის მასივის ივანიშვილისთვის  გადაცემის პროცედურა  დაწყებას ცდილობს, თუმცა ფაქტს ოპოზიციის მწვავე პროტესტი მოყვა-სიტუაცია დღეს სხოდმაზე ისე დაიძაბა რომ დეპუტატები ერთმანეთს ლამის ფიზიკურად გაუსწორდნენ.