ნელი დოროყაშვილმა ქორწილიდან უფროსების წასვლა მოითხოვა - ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა

05.10.22 17:01
ნელი დოროყაშვილმა ქორწილიდან უფროსების წასვლა მოითხოვა - ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა

მოვლენათა ეპიცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოა - ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი  ერთმანეთის პირისპირ სასამართლოს სხდომათა დარბაზში აღმოჩდნენ. მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენი განსასჯელის სკამზე ზის, მისი ყოფილი მეუღლე კი  პროცესს დარბაზიდან უყურებს. 

სხდომათა დარბაზში, ტრიბუნასთან დგას დოროყაშვილის დედამთილიც, ის უკვე ერთი საათია მოსამართლეს ჩვენებას აძლევს.

საუბრის დაწყებიდან  პირველივე წუთებში ნატალია  ნაჭებიამ ყოფილი რძალი ფსიქოლოგიურ ძალადობაში დაადანაშაულა. 

ბასილაშვილის დედამ მან ნელი დოროყაშვილის მიერ მიწერილი შეტყობინება წაიკითხა, სადაც მისი თქმით, მისი რძალი ერთ-ერთი მეჯვარის შეცვლას მოითხოვდა. 

"არ მინდა ეს ნარსია, მაგის გამო მე იმდენი ნერვიულობა ვნახე, რომ მეზიზღება. გეხვეწებით, რამე მოიფიქრეთ, მე მის მეჯვარეობას ვერ შევეგუები. ალბათ, შევეწირები ამ სიტუაციას. ქორწილის დღეს ეგ რომ დავინახო მეჯვარედ, მე ნამდვილად მოვკვდები. მართლა შეიძლება, გავიქცე იქიდან"- განაცადა ნატო ნაჭყებიამ. 

მისი მტკიცებით,  საბოლოოდ გიორგი ნარსია სხვა მანქანაში ჩასვეს, რომ დოროყაშვილს არ ენახა. 

ნატო ნაჭყებია ირწმუნება, რომ დოროყაშვილის მოთხოვნით ის საკუთარი შვილის ქორწილიდან გააძევეს.

ქორწილში DJ-ის მოსვლის შემდეგ ხდება ის, რომ ჩვენთან მოდიან ნიკოლოზი და თენგო და ორივემ ძალიან მორიდებით გვითხრა, რომ ნელის სურვილის გამო ქორწილი უნდა დაგვეტოვებინა ჩვენ, უფროსებს, მათ შორის მის მშობლებს. ეს რა თქმა უნდა არ მესიამოვნა"- თქვა ბასილაშვილის დედამ.