გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდსტაციონარი კვლავ ამოქმედდა

23.04.21 18:22
გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში კოვიდსტაციონარი კვლავ ამოქმედდა

,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის იზოლირებულ კორპუსში დღეიდან კვლავ კოვიდსტაციონარი ამოქმედდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გორმედის“ ქსელის გენერალურმა დირექტორმა, ანდრია მიზანდარმა განუცხადა.

მიზანდარის ინფორმაციით, კლინიკა არ წყვეტს მულტიპროფილურ ფუნქციონირებას და კოვიდპაციენტების სტაციონარული მართვის პარალელურად იზოლირებულ კოსპუსში, გამიჯნულ სივრცეებში, კვლავ განაგრძობს სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას.

„გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან მიიღებს კოვიდპაციენტებს გორის ცენტრალური კლინიკის იზოლირებულ კორპუსში. ამ ეტაპზე, კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილია 110 სტაციონარული საწოლი, აქედან, 6 - რეანიმაციული. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება დადგება, ჩვენ შევძლებთ კიდევ რამდენიმე ათეული საწოლის მობილიზებას.

აქვე აღვნიშნავ, რომ კლინიკა არ წყვეტს მულტიპროფილურ ფუნქციონირებას. კოვიდპაციენტების სტაციონარული მართვის პარალელურად, იზოლირებულ კოსპუსში, გამიჯნულ სივრცეებში „გორმედის" გორის საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ განაგრძობს სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას“, - განაცხადა ანდრია მიზანდარმა.