უცხოელ ექსპერტს სააკაშვილთან შესვლის ლიცენზია მისცეს - კობი მესამე პრეზიდენტთან შეშვების მოლოდინშია

05.10.22 17:27
უცხოელ ექსპერტს სააკაშვილთან შესვლის ლიცენზია მისცეს - კობი მესამე პრეზიდენტთან შეშვების მოლოდინშია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის თქმით, ნობელის ლაურეანტ ჯეიმს კობის მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ლიცენზია მიეცა.

გიული ალასანიას თქმით, პროფესორი კობი, რომელიც მთელი დღეა ელოდებოდა, დღეს სააკაშვილთან შევა და პაციენტს მოინახულებს.

ალასანია ამბობს, რომ ჩატარდება პრესკონფერენცია და ყველა ექსპერტი ერთობლივად იტყვის, თუ რა პროცედურები ჩაუტარდა მესამე პრეზიდენტს და რა შედეგები მიიღეს.

"ჩემი ინფორმაციით, პროფესორ ჯეიმს კობის მისცეს ლიცენზია და მას შეუძლია მიშა მოინახულოს. იმედი გვაქვს, რომ შევა და ნახავს პაციენტს. არის კიდევ ერთი გასტრო-ენტეროლოგი, რომელიც ჩამოსვლას არც აპირებდა, მაგრამ აი ამ მასალების საფუძველზე, რომელიც აქედან მიეწოდა, ის ადამიანი ამზადებს დასკვნას. ჩატარდება პრესკონფერენცია და ეს ადამიანები თავად ისაუბრებენ  იმაზე რა ჩაატარეს და რა შედეგები მიიღეს". - ამბობს ალასანია.

აქვე აღსანიშნავია, რომ მართალია, ექსპერტ კობის მესამე პრეზიდენტთან შესვლის უფლე მიეცა, თუმცა "ვივამედში" შესულ ექსპერტს განუცხადეს, რომ ნებართვა ჯერ კლინიკას არ გადაგზავნია და ის პაციენტთან არ შეუშვეს.

უცხოელ ექსპერტს დრო დღის ბოლომდე აქვს, რადგან ჯეიმს კობი გვაინ ღამით საქართველოს ტოვებს.