ჩემთვის ძალიან მტკინეულია, რომ ამ თემაში გამოიყენეს ჩემი შვილიშვილი - ბასილაშვილის დედა
ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ყოფილი რძლის წინააღმდეგ - ნატალია ნაჭყებიამ სასამართლოს უთხრა, რომ ნელი დოროყაშვილისთვის ბავშვის სიმაღლეზე, წონასა და ზოგადად ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბარი არასდროს აუკრძალავს.
მისი თქმით, მტკივნეულია, რომ ამ თემაში მისი შვილიშვილი, არასრულწლოვანი ბავშვი, გამოიყენეს:
ეს არის მტკივნეული, ტრაგიკული თემა ჩემთვის. არავის, არცერთ ქალს არ ვუსურვებ ეს გაიაროის. იცით, რომ მეც ბრალდებული ვიყავი ბავშვზე ძალადობაზე. ამ ფაქტიდან 6 თვის წინ, მქონდა ორდერი გამოწერილი. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, რომ ამ თემაში გამოიყენეს ჩემი შვილიშვილი"- აცხადებს ნაჭყებია.
სპორტსმენის დედის თქმით, შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რომელიც მისი მისამართით გაჟღერდა:
როგორ უნდა დაახასიათო ადამიანი იმაზე დაბალ კატეგორიად, რომ ასეთი რამე თქვა. რა თქმა უნდა, არ ამიკრძალავს ბავშვის შესახებ საუბარი"- დასძინა მან.