განკვეთავენ თუ არა მეუფე ზენონს ეკლესიიდან - პარტიარქმა ურჩი სასულიერო პირი დაიბარა
განკვეთავენ თუ არა მეუფე ზენონს ეკლესიიდან. პატრირქმა ურჩი სასულიერო პირი საპატრიარქოში დაიბარა. სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსის დაბარება ეპარქიაში მიმდინარე სკანდალს უკავშირდება.
მეუფე ზენონს ეკლესიის კარის ჩაკეტვასა და საკუთარ საცხოვრებლად გადაკეთებაში ადანაშუალებენ. ქართული სამრევლო მეუფეს სასულიერო პირების ეკლესიიდან განკვეთის გამოც დაუპირისპირდა.
რატომ აირია მონასტერი მეუფე ზენონის ბრიტანეთში ჩასვლის შემდეგ? - ეს არის მთავარი კითხრა, რომელზეც მან პატრიარქს უნდა უპასუხოს, თუმცა, დიდი ალბათობით, მეუფე ზენონი საპატრიარქოში არ მივა, რადგან სუს-იდან გამოტანილი ფაილების შემდეგ, ერთ-ერთი ვერსიით, ის ბრიტანეთს თავშესაფარს სთხოვს.
განიხილება თუ არა მეუფე ზენობისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევა, ამ კითხვაზე საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე „პირველებს“ ეუბნება, რომ ასეთი მარტივი არ არის ეს საკითხი და წინასწარ ვერაფერს იტყვის.
წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით. ასეთი მარტივი საკითხები არ არის ეს, რომ მე თქვენ ახლა ტელეფონზე გიპასუხოთ“. - ამბობს მამა ანდრია.
წმინდა სინოდში გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებიც მეუფე ზენონს მხარს უჭერენ. „ყველა ყველას მოსაწონი ვერ იქნება“ - ამბობს მამა ანტონი მრევლის მხრიდან მეუფე ზენონის მიმართ უკმაყოფილებაზე.
ჩვენ გვიწერია სჯულის კანონში, რომ სანამ კრება არ განიხილავს, მანამდე ვერავინ ვერ განეშორება მღვდელმთავარს. რაც ადამიანებს ღმერთის მიმართ აქვთ უკმაყოფილება, რა ღმერთი გავუშვათ? ახლა, რამდენი უკმაყოფილოა, იმდენი რომ დააკმაყოფილო, დედამიწაზე არც ერთი არ დავრჩებით, ვინც კი ვცხოვრობთ.
მეუფემაც გამოაგზავნა წერილი და განიხილავენ თუ ჩათვლიან საჭიროდ. არგუმენტირებული წერილი გამოგვიგზავნა მეუფემ მღვდელმთავრებს. რა წერია ამ წერილში ეს მე რატომ უნდა გითხრათ?“- ამბობს მეუფე ანტონი.
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონი ლონდონში ორი წლის წინ წავიდა, მას შედმეგ, რაც სუს-ის კრეფსებში მისი სახელი და გვარი ფიგურირებდა.
ჯერჯერობით არ ცხადდეება, თუ როდის დაიგეგმება საპატრიარქოში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა და როდის დადგება დღის წესრიგში მეუფე ზენონის საკითხი.