თბილისის მერის ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე ქართულმა კომპანიებმა უარი განაცხადეს

05.10.22 18:05
თბილისის მერის ინფორმაციით, ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციაზე ქართულმა კომპანიებმა უარი განაცხადეს

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციას სავარაუდოდ კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება. თბილისი მერის, კახი კალაძის, ინფორმაციით, საქართველოში ვერ მოიძებნა ისეთი კომპანია,  ვინც აღნისნული სამუშაოს შესრულებას საკუთარ თავზე აიღებს.

დედაქალაქის მერია ახლა მეტროს რეაბილიტაციისთვის უცხოურ კომპანიებს ეძებს.

ჩვენს მიერ გამოცხადებული ტენდერებით გვაქვს გარკვეული პრობლემები მეტროსადგურების რეაბილიტაციის თვალსაზრისით.

ქართული კომპანიები ვერ იღებს, არ იღებს პასუხისმგებლობას ამ სამუშაოების ჩატარებაზე, შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ჩართულობით, მათი მხარდაჭერით მოხდება ტენდერების გამოცხადება 11 მეტროსადგურის რეაბილიტაციაზე და შესაძლებლობა ექნება უცხოურ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ ამ პროექტში - განაცხადა კახა კალაძემ.

ვარკეთილის მეტრო დედაქალაქის მერიამ ერთხელ უკვე გაარემონტა, თუმცა სამუშაოების დასრულებიდან მალევე ჭერი ჩამონგრა. ახლა სამუშაობი შეჩერებულია და სავარუდოდ, დიდი ხნის განმავლობაში ვერც დაიწყება.