მოპარული ფული უნივერსიტეტიდან - ჰყავდა თუ არა თანამზრახველები ბუღალტერს

06.10.22 11:28
მოპარული ფული უნივერსიტეტიდან - ჰყავდა თუ არა თანამზრახველები ბუღალტერს

ჰყავდა თუ არა თანამზრახველები ბუღალტერს, რომელმაც თსუ-დან 165 000 ლარი მოიპარა. პროფესორების ნაწილს ეჭვი აქვს, რომ ბუღალტერი მფარველების გარეშე ამას ვერ შეძლებდა, რადგან ფული უნივერსიტეტის ანგარიშიდან ნაწილ-ნაწილ არის გადარიცხული და შესაძლოა, წილი ვიღაცასთან მიდიოდა. 

თსუ-ს რიგით ბუღალტერს მიუთვისებია 165 000 ლარი. რომელ ორგანიზაციაში განკარგავენ რიგითი ბუღალტრები  ბიუჯეტს? რამდენ ადამიანს ჯერა ეს ინფორმაცია საინტერესოა. ვინ განკარგავს/ ან ვინ უნდა განკარგავდეს თსუ-ში ბიუჯეტს, არაა ცნობილი? როგორ მოახერხა რიგითმა ბუღალტერმა ამდენი თანხის მითვისება სსიპ-ში, ისე რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო. ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება?   უამრავი ჭორ-მართალი დადის თსუ--ში.  რექტორი მიდის, რექტორი წავიდა, რექტორს უშვებენ... ბატონმა რექტორმა ყველაზე უკეთ იცის ჩემი დამოკიდებულება მისდამი, ამიტომ არ ვთლი საჭიროდ აქ ამ  საკითხებზე მსჯელობას.  იქნებ მოვახერხოთ ყველამ ერთად ვთხოვოთ/მოვთხოვოთ საქართველოს ხელისუფლებას  მოიძიოს   პიროვნება (მეცნიერი), რომელიც გამჭვირვალე გარემოში  ღირსეულად  მოირგებს  თსუ-ს რექტორის  მანტიას.  ეს  სასიცოცხლოდ  ჭირდება   თსუ-ს, რათა დავიბრუნოთ  ის ადგილი, რომელსაც იმსახურებს  თსუ"- წერს თსუ-ს პროფესორი, მანანა ხაეხელი. 

უნივერსიტეტიდან სტუდენტების ფულის მოპარვის საქმეზე პირველი განმარტება თსუ-ს რექტორმაც გააკეთა.  გიორგი შარვაშიძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ გამოძიება დაადგენს, როგორ შეძლო ბუღალტერმა  165 000 ლარის მითვისება. 

მოკვლევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურმა ჩაატარა. მასალები დეკემბრის თვეში გადავეცით პროკურატურას, სასამართლო დაადგენს როგორ და რანაირად... მასალები გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოში და სასამართლო დადგენს, არის თუ არა ის ადამიანი დამნაშავე"- თქვა  შარვაშიძემ. 

ირკვევა, რომ ბრალდებული თსუ-ში 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. უმღალეს სასწავლებელში აცხადებენ, რომ დაკავებულია ბუღალტრის თანამზრახველიც, რომელიც მათივე მტკიცებით, სასწავლო დაწესებულების თანამშრომელი არ არის. 

თსუ-ს კანცლერი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ბუღალტერი თანხას ნაწილ-ნაწილ რიცხავდა სხვა ანგარიშზე.