რუსთავის აზოტში თანამშრომელმა მომწამვლელი ნივთიერება დალია - კაცი რეანიმაციაშია

06.10.22 11:49
რუსთავის აზოტში თანამშრომელმა მომწამვლელი ნივთიერება დალია - კაცი რეანიმაციაშია

რუსთავში საწარმო "აზოტის" ერთ-ერთმა თანამშრომელმა, 50 წლამდე კაცმა, შემთხვევით მომწამვლელი ნივთიერება დალია - ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

საწარმოს დირექტორი ლევან ბურდილაძე ამბობს, რომ შუა ხნის კაცს ნივთიერება წყალი ეგონა.

კლინიკაში ამბობენ, რომ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.