"დალურჯებული აქვს ხელები და ფეხები, რამდენიმე დღე და ვეღარ გაქაჩავსო" - ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილზე
მიხეილ სააკაშვილის საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობს კლინიკა "ვივამედთან" მისული ნანუკა ჟორჟოლიანიც.
ტელეწამყვანის თქმით, თემურ ჯანაშიამ მას პირადად უფრო მძიმე სურათის შესახებ უამბო და უთხრა, რომ მესამე პრეზიდენტი ამ მდგომარეიობაში დიდხანს ვერ გაქაჩავს.
ჟორჟოლიანი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ვიდეო, ან ფოტო მტკიცებულებით საზოგადოებას ანახოს თუ როგორ არის სააკაშვილი.
საგანგაშო სიგნალი იყო თემურ ჯანაშიას განცხადება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასტან დაკავშირებით, რადგან ერთია, როდესაც ადამიანები საკუთარი ემოციურობით გამოირჩევიან, მაგალითად, როგორც მე, მაგრამ მეორეა თემო ჯანაშია, რომელსაც არ ახასიათებს ემოციების, ფილტრის გარეშე განცხადებების გაკეთება.
პირად საუბრებში მის მიერ მოთხრობილი ბევრად უფრო მძიმე იყო. მითხრა, რომ რამდენიმე დღეო და ამ მდგომარეობაში ვერ გაქაჩავსო. ხელები და ფეხები აქვს გალურჯებულიო, ვერ გადაადგილდებაო, სიყვებს ერთმანეთზე ვერ აბამსო და სახე სულ დასიებული აქვსო.
ეს თუ ასე არ არის, ხელისუფლების ბერკეტი არის ნებისმიერი შეუძლია ვიდეო, ფოტო მტკიცებულება, რომ უბრალოდ გვანახონ, თუ როგორ არის. ხელისუფლებამ, ამერიკელი ექსპერტი უნდა შეუშვას მასთან, რომ საბოლოო დასკვნა დაიდოს და ეს ცირკი დამთავრდეს". - ამბობს ჟორჟოლიანი.