ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა - მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა
ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა. 40 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი მე-14 სართულზე კერძო ბინას არემონტებდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა.
იყო თუ არა მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული ჯერჯერობით უცნობია.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.