რას ნიშნავს სპეკულაცია, მთელი მსოფლიო ტყუის?! - გიული ალასანია კობახიძეს პასუხობს

06.10.22 17:29
რას ნიშნავს სპეკულაცია, მთელი მსოფლიო ტყუის?! - გიული ალასანია კობახიძეს პასუხობს

რას ნიშნავს სპეკულაცია,ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ და მთელი მსოფლიო ტყუის?! - ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილის დედა "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, რომელმაც სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.

არ მესმის თუ მაღალი წნევა და ჩქარი პულსი ჰქონდა და მედიკამენტები არ შველოდა, ჯობდა ინექცია გაეკეთებინათ. მაღალი ტემპერატურა და წნევა აქვს უკვე ერთ კვირაზე მეტია.
რას ნიშნავს სპეკულაცია, ამდენი კონსილიუმი შეიქმნა, ამერიკელი ექიმები ჩამოვიდნენ და მთელი მსოფლიო ტყუის?!“ - თქვა ალასანიამ.

მესამე პრეზიდენტის დედამ სააკაშვილთან ამერიკელი ექსპერტის შეშვებაზეც ისაუბრა. გიული ალასანიას განმარტებით, ექსპერტის შეშვება დღის ბოლომდე დაჩქარებული წესით უნდა მომხდარიყო, მაგრამ მისი თქმით, დღეს გაიგო, რომ ამის და დადგენილება და დოკუმენტი არ არსებობს.

მე მქონდა ინფორმაცია, რომ გუშინ თითქოს დათანხმდნენ რომ ეს ადამიანი უნდა შეეშვათ, მიეცათ ლიცენზია, ველოდებოდით, რომ მოხდებოდა მისი შეყვანა დაჩქარებული ტემპით, ხომ არის ასეთი განსაკუთრებული შემთხვევა როცა ჯანმრთელობას ეხება არა? როგორც ჩანს არაფერი აღარ არსებობს საერთოდ. ისე დამთავრდა დღე, რომ შედეგი ვერ მივიღე და დღეს ვიგებ, რომ არც ყოფილა დადგენილება და დოკუმენტი არ არსებობს" - ამბობს გიული ალასანია.