ქართულ კლუბებში ახალი, სასიკვდილო ნარკოტიკი - ფენტანილი - გამოჩნდა
ქართულ კლუბებში ახალი, სასიკვდილო ნარკოტიკი გამოჩნდა - ფენტანილი. ეს არის დანამატი, რომელიც აღმოჩენილია თითქმის ყველა კლუბურ ნარკოტიკში და დოზის მინიმალური გადაჭარბების შემთხვევაშიც კი სიკვდილი გარდაუვალია.
ფენტანილი ადამიანს ადუნებს, აძინებს და შესაძლოა, მომხმარებელმა ვერც კი გაიღვიძოს. წინასაწარი ინფორმაციით, ახალ მომაკვდინებელ ნივთიერებას თბილისში რამდენიმე ახალგაზრდის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა.
ფენტანილი შავ ბაზარზე თავისუფლად იყიდება. ის სხვა ნივთიერებებთან შედარებით, რომელსაც კლუბურ ნარკოტიკში ურევენ, გაცილებით იაფი ღირს. მისი ყიდვა შეძენა შესაძლებელია ყველასთვის, რადგან არც მყიდველს და არც გამყიდველს არავინ აკონტროლებს. სპეციალისტებმა განგაშის სიგნალი უკვე ჩართეს.
ვრცლად იხილეთ გიორგი ხუხიას სიუჟეტი.