ბათუმში არასრულწლოვანებს შორის დაპირისპირება მობილურის დამტენის გამო მოხდა

06.10.22 20:50
ბათუმში არასრულწლოვანებს შორის დაპირისპირება მობილურის დამტენის გამო მოხდა

ჩხუბი ბათუმში, მერვე საჯარო სკოლის მეთერთემეტე კლასელებს შორის რამდენიმე საათის წინ მოხდა. 
ბათუმის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, გოჩა მგელაძის, ინფორმაციით, ჩხუბი სკოლის გარე პერიმეტრზე ორ მოსწავლეს შორის მოხდა მობილურის დამტენის გამო, რაც მანდატურმა შეამჩნია და გამოიძახა პოლიცია.
კლინიკა ,,ბაუში" ტვ პირველს განუცხადეს, კლინიკაში მეთერთმეტე კლასის მოსწავლე დღის მეორე ნახევარში შეიყვანეს, მას ტვინის მსუბუქი შერყევა აღენიშნებოდა და ამჟამად იმყოფება ნეიროქირურგის ზედამხედველობის ქვეშ.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ძალადობას გულისხმობს.