სასტიკი ანგარიშსწორება მოსწავლეებს შორის - ნაცემი მე-12 კლასელი კატასტროფის ცენტრს თბილისში გადაჰყავს

07.10.22 11:01
სასტიკი ანგარიშსწორება მოსწავლეებს შორის - ნაცემი მე-12 კლასელი კატასტროფის ცენტრს თბილისში გადაჰყავს

ბათუმის სკოლაში ნაცემი მოსწავლე კატასტროფის ცენტრს თბილისში გადმოჰყავს. 

სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ მე-12 კლასელს იმდენად მძიმე დაზიანებები აქვს, რომ მისი დედაქალაქში გადმოყვანა გახდა საჭირო. 

პარალელურად კი ბათუმში დაკითხვების სერია იწყება. 

გამოძიება ცდილობს დაადგინოს, რა გახდა სკოლის მოსწავლეებს შორის სასტიკი ანგარიშსწორების მოტივი. 

თავდასხმა მეთორმეტე კლასელზე საგაკვეთილო პროცესის დროს დაიწყო და სკოლის შემდეგ სკვერში გაგრძელდა.

პირველადი ინფორმაციით მას თანაკლასლები გაუსწორდნენ. 

ახლა საინტერესოა დადგება თუ არა სკოლის დირექციიის პასუხისმგებლობის საკითხი.