კინაღამ "გალსტუკი" მოვახიე თალაკვაძეს - ვაშაძე

24.04.21 11:15
კინაღამ "გალსტუკი" მოვახიე თალაკვაძეს - ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ მოლაპარაკებების დროს არჩილ თალაკვაძესთან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა. დაპირისპირების მიზეზი კი ამნისტიის პუნქტი იყო. 

ამნისტიაზე დავხოცეთ ერთმანეთი, კინაღამ "გალსტუხი" მოვახიე თალაკვაძეს რაღაც საკითხებზე. ყველაფერს ხომ არ მოვყვები?! იყო ძალიან მძიმე შეხვედრა. თქვენ თუ გგონიათ, რომ ახლა ჩვენ შევედით - აბა, ბიჭებო, რა კარგად არის ყველაფერი, მოდი, ჰა, გავაფორმეთ დოკუმენტი და ჩვენი ჭირიც წაუღია. არა, ჩემო კარგებო, 6 თვეა ნერვების წყვეტის ფასად არის მოპოვებული, რაც არის და ბოლო დღეები იყო ყველაზე მძიმე, კინაღამ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავედი და რაზე? ამნისტია ვისზე უნდა გავრცელებულიყო", - თქვა ვაშაძემ.