მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობა - მარტვილის საკრებულოს წევრს ბრალდება წარედგინა

07.10.22 12:08
მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობა - მარტვილის საკრებულოს წევრს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ოქტომბერს, ქ. მარტვილში, ბრალდებულმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.