პროტესტის სეუსთან - სუდენტები რექტორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

07.10.22 13:40
პროტესტის სეუსთან - სუდენტები რექტორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

აქცია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან - სტუდენტები რექტორისგან ბოდიშს ითხოვენ.  ათობით ახალგაზრდა ბანერებით ხელში  უნივერსიტეტის რექტორატის პასუხის მოლოდინშია.

ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ სტუდენტების ჩაგვრა უნდა დასრულდეს.

წამზომი უკვე ჩართულია. თუ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სტუდენტების მთავარ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მაშინ ახლაგაზრდები განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლებენ და დახმარების თხოვნით მიხელ ჩხენკელის უწყებას მიმართავენ.  

სტუდენტებმა ასევე სახალხო დამცველის აპარატსაც მიმართეს, რომელიც საქმეში უკვე ჩაერთო.

ვითხოვთ რექტორთან შეხვედრას, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პრეტენზიები და ხმა ავიმაღლოთ იმ უსამართლობაზე, რომელიც ხდება საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში. აქედან ჩვენ, სტუდენტები, სხვადასხვა უნივერსიოტეტიდან წარმოდგენილები, გადავინაცვლებთ საქართველოს განათლების სამინისტროსთან. ჩვენ მოვითხოვთ, ამ პროცესში ჩაერთოს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მოხდეს  მყისიერი რეაგირება, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

სტუდენტები რექტორატს უკანონო დევნასა და რეპრესიებში ადანაშაულებენ. ირკვევა, რომ სტუდენტებს რექტორი სიტყვის თავისუფლებას უზღუდავს, შეურაცხყოფს და უშვერი სიტყვებით მიმართავს. სტუდენტებს ფაქტის დამადასტურებელი არაცერთი ფოტო და აუდიოჩანაწერი აქვთ.