სამართლამდამცველები ბათუმის ჰოსპიტალში გამოჩდნენ - პოლიციელები ნაცემი მოსწავლის დაკითხვას ცდილობენ
ბათუმის საერთაშორისო ჰოსიტალთან ცოტა ხნის წინ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები გამოჩნდნენ.
სამართლამდამცველები სასტიკად ნაცემი სკოლის მოსწავლის დაკითხვას ცდილობენ, თუმცა ამბობენ, რომ პირად საქმეზწ არიან მისულები ექიმთან და ჟურნალისტების კითხვებს გაურბიან.
„პირველების ინფორმაციით, დაზარალებულს ჯერჯერობით ჩვენება არ მიუცია.
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოტივით დაესხნენ თავს 18 წლის მოზარდს თანაკლასელები.
მძიმედ დაშავებული მოზარდი მრავლობითი მოტეხილობებით სახის არეში, ამ დრომდე ბათუმში რჩება.
დაზარალებულის რეანიმობილის გამოძახებას და პაციენტის თბილისში გადმოყვანს ითხოვს, თუმცა ამის საჭიროებას ბათუმელი ექიმები ვერ ხედავენ.
ექიმის განცხადებით, 18 წლის მოზარდს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს მსუქბუქ ფომებში.
„პაციენტი თამაშობს ტელეფონზე, არის კონტაქტური, ის არ საჭიროებს რეანომობილით გადაყვანას თბილისში“. - ამბობს ექიმი.
დაზარალებულის დედა დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი დასჯა მოითხოვს.