მოზარდის სექსუალური შევიწროების ფაქტი - ზუგდიდის სასამართლომ ბრალდებული 600 ლარით დააჯარიმა

24.04.21 11:30
მოზარდის სექსუალური შევიწროების ფაქტი - ზუგდიდის სასამართლომ ბრალდებული 600 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ არასრულწლოვნის სექსუალური შევიწროებისთვის ადამიანი 600 ლარით დააჯარიმა.

არასრულწლოვნის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. 

საია იცავდა არასრულწლოვანს, რომელის მიმართ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განხორციელდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი  და პასუხისმგებელი პირი 600 ლარით დააჯარიმა. სასამართლოს განმარტებით, სექსუალური შევიწროების მუხლის მიზნებისთვის, ,,საზოგადოებრივ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს ნებისმიერი ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ჰყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა", - ამბობენ საიაში.