სააკაშვილის ადვოკატებმა კლინიკა „ვივა მედთან“ მოლაპარაკებები დაიწყეს
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა კლინიკა „ვივა მედთან“ მოლაპარაკებები დაიწყეს.
იურისტების ჯგუფი მოითოხვს, რომ ნობელის პრემიის ლაურინატი ექიმი მესამე პრეზიდენტთან გამონაკლისი წესით დაუშვან.
„პირველების“ ინფორმაციით, ადვოკატებმა „ვივამედის“ დირექტორისგან“ ექიმ კობის სააკაშვილთან შეშვების თაობაზე უარი მიიღო.
ცოტა ხნის წინ მესამე პრეზიდენტთან იმყოფებოდა ადვოკატი ვალერი გელბახიანი.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მვეთრად დაუარესებულია.
შეურაცხყოფილად გრძნობს თავს და ნერვული სისტემა დაზიანებული აქვს, დაუკითხავად რომ შევიდა სასამართლო მის პალატაში. მან არ იცოდა. სამედიცინო პრესონალმა იცოდაო, ამბობენ და ეთქვათ“. - ამბობს გელბახიანი.
სამ საათზე მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე და ოჯახი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
უკვე მეხუთე დღეა ჯანდაცვის სამინისტრო სააკაშვილთან მაღალი რეპუტაციის უცხოელ ექიმს არ უშვებს, არადა ყოფილი მთავარსარდლის მდგომარეობა საათობრივად უარესდება.