გადარდაცვლილი ხანუმ ჯეირანოვის შვილებს სახელმწიფო 100 ათას ლარიან კომპენსაციას გადაუხდის
ხანუმ ჯეირანოვას ორ შვილს სახელმწიფო, კომპენსაციის სახით, ჯამში 100 000 ლარს გადაუხდის. ინფორმაციას ,,საფარი" ავრცელებს, რომელიც არასრულწლოვანების ინტერსებს იცავს.
არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტის, ნინო ანდრიაშვილის, განმარტებით, არასრულწლოვანებმა კომპენსაცია იმ მორალური ტრამვისთვის მიიღეს, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ. საუბარია 2014 წელს 16 სექტემბერს, საგარეჯოს მუნიცილპალიტეტის სოფელ ლამბალოში განვითარებულ მოვლენებზე, როცა 30 წლის ხანუმ ჯეირანოვას თანასოფლელი კაცები თავს დაესხნენ და საჯაროდ, მთელი სოფლის თვალწინ სასტიკად სცემეს. მომხდარიდან 2 დღის შემდეგ, 18 სექტემბერს, ხანუმ ჯეირანოვა გარდაიცვალა. პროკურატურის ვერსიით, მან თავი მოიკლა.
მომხდარიდან 8 წლის შემდეგ აღნიშნულ საქმეზე 5 კაცი დააკავეს. მათ ბრალი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხანუმ ჯეირანოვას ღირსებისა და პატივის შესახვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის წარუდგინეს.