23 მაისიდან აქციებს თბილისში დავიწყებთ - ვარლამ გოლეთიანი
ნამოხვანჰესის საწინაღმდეგო აქციები დედაქალაქში გადაინაცვლებს - რიონის მცველებმა კონკრეტული თარიღიც დაასახელეს. პირველი აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართება. პროტესტის დედაქალაქში გადატანა რიონის მცველებმა მას შემდეგ დააანონსეს, რაც მთავრობამ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო.