შესანიშნავი მტკიცებულება ჩამივარდა ხელში, რომ სააკაშვილს არ უტარდება ადეკვატური მკურნალობა - ხაჭაპურიძე

07.10.22 17:19
შესანიშნავი მტკიცებულება ჩამივარდა ხელში, რომ სააკაშვილს არ უტარდება ადეკვატური მკურნალობა - ხაჭაპურიძე

“ვივა მედმა” ნობელიანტი ექიმი სააკაშვილთან არ შეუშვა.

შალვა ხაჭაპურიძეს ეჭვი აქვს, რომ "ვივამედის" კლინიკაში სააკაშვილის მდგომარეობა განზრახ დაამძიმეს, ნობელის პრემიიის ლაურიატი ექიმი კი იმის გამო არ შეუშვეს, რომ არ დაედო დასკვნა არასწორ მკურნალობაზე.

„ვივამედიდან“ მივიღეთ პასუხი, სადაც კლინიკის დირექტორი აღნიშნავს, რომ სააკაშვილს თურმე არაფერი განსაკუთრებული არ სჭირს და არ ესაჭიროება მსგავსი ტიპის სამედიცინო მომსახურეობა. ამ დოკუმენტს არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ სასამართლოში. მადლობთ, ამ წერილისთვის, იმიტომ რომ, როგორც ადვოკატს შესანიშნავი მტკიცებულება ჩამივარდა ხელში, იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ უტარდება ადეკვატური მკურნალობა. არაკომპეტენტურობის გაუგონარი ფაქტები, მისი მკურნალობის შოკისმომგვრელი ინფორმაციებია, თუმცა სააკაშვილისვე თხოვნით, იმის გამო, რომ მასზე ზეწოლა არ მომხდარიყო, ამ ფაქტების გაჟღერებისგან ვიკავებდით თავს“. - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე.