თსუ-ს რექტორი გადადგა

07.10.22 17:50
თსუ-ს რექტორი გადადგა

თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერს.

შარვაშიძს თქმით, მან თანამდებობიდა გადადგომის გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მიიღო.

„დღეს მივმართე აკადემიურ საბჭოს, რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები“,- წერს შარვაშიძე.

გადადგომის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის ვებგვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა.