500 ლარიანი ჯარიმა ანტირუსული წარწერის გამო - ბათუმის სასამართლოში ავთო ბოლქვაძის საქმეს განიხილავენ

07.10.22 18:04
500 ლარიანი ჯარიმა ანტირუსული წარწერის გამო - ბათუმის სასამართლოში ავთო ბოლქვაძის საქმეს განიხილავენ

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ავთო ბოლქვაძის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს. რუსეთს ოკუპანტია;  ოკუპანტი ქვეყნის  მოქალაქეებს არ ვემსახურები - საკუთარ რესტორანში აღნიშნული წარწერის გაკეთების გამო ზედამხედველობის სამსახურმა ბიზნესმენი დააჯარიმა. ავთო ბოლქვაძე ამბობს, რომ ჯარიმა უსამართლოდ დაუწერეს და მას არ გადაიხდის.

მერიაში მივედი და მითხრეს, რომ ეს არის პირველი კლასის შენობა და მას ნებართვა არ ესაჭიროება. 2 თვის უკან მოვიდნენ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები და მითხრეს, რომ რეკლამა არის ნებართვის გარეშეო და უნდა მოხსნაო. მე მათ ვუთხარი, დაადეთ ხელი, კონკრეტულად რომელი რეკლამა გიშლით ხელს-მეთქი. მათ მითხრეს, წერილს მოგწერთ, სადაც განგიმარტავთ ყველაფერსო. მომწერეს ბუნდოვანი წერილი გაფრთხილება, რომელშიც არ ეწერა განმარტება საერთოდ - განაცხადა ავთო ბოლქვაძემ.

დაუწესდეს თუ არა ავთანდილ ბოლქვაძეს 500 ლარიანი ჯარიმა- ამ საკითხზე  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ალექსანდრე გოგუაძე, ამ წუთებშიც მსჯელობს.

მსგავსი სიახლეები