შემთხვევა კომენდანტის საათის დროს - ახმეტაში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს

24.04.21 12:23
შემთხვევა კომენდანტის საათის დროს - ახმეტაში ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში გუშინ ღამით ორი სასურსათო მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა.

სავაჭრო ობიექტებიდან წაღებულია ნავაჭრი თანხა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო.