არ არსებობს მიზეზი, რომ სააკაშვილი ასე ცუდად იყოს, ჩვენ ვიმუშავებთ ამის შესაცვლელად - კობი
გადაიყვანენ თუ არა მიხელ სააკაშვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ, ამ კითხვაზე პასუხს ნობელიანტი ექიმი საკუთარი დასკვნით რამდენიმე დღეში გასცემს.
პალატიდან გამოსული ჯეიმს კობი ამბობს, რომ საჭიროა ჩატარდეს მეტი სპეციალური კვლევა.
კობის თქმით, არ არსებობს მიზეზი, რომ სააკაშვილი მსგავს ცუდ ვითარებაში უნდა იყოს.
მე ის გავსინჯე. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს, მეტი სპეციალური კვლევაა საჭირო, მე შემიძლია დავნიშნო ეს კვლევები და შემდეგ ბევრი გზა არსებობს მოსაგვარებლად, ბევრი მისი პრობლემა განკურნებადი და სათანადოდ მოგვარებადია. მიუხედავად იმისა, რომ ის არის პატიმრობაში მყოფი პაციენტი, მან უნდა მიიღოს საუკეთესო სამედიცინო მომსახურება. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ის ასე ცუდად იყოს, ჩვენ ვიმუშავებთ ამის შესაცვლელად“, - აღნიშნა ექიმმა.
საერთაშორისოდ აღიარებულ ამერიკელ ორთოპედ-ტრავმატოლოგს "ვივა მედის" კარი წუხელ, გვიან ღამით გაუღეს.
რეგულირების სააგანეტომ გვიან ღამით ლიცნზია გასცა კიდევ ერთ უცხოელ მედიკოსზე, რომელიც მესამე პრეზიდენტის მკურნალობის პროცესში დისტანციურად ერთვება.