მოითხოვა, ცუდი შედეგი რომ არ დადგეს, დღესაც უნდა შევხდე პაციენტსო - კობი სააკაშვილთან, შესაძლოა, დღესაც შევიდეს

08.10.22 13:09
მოითხოვა, ცუდი შედეგი რომ არ დადგეს, დღესაც უნდა შევხდე პაციენტსო - კობი სააკაშვილთან, შესაძლოა, დღესაც შევიდეს

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ვითარებაა საგანგაშოა - ეს განცხადება, რამდენიმე წუთის წინ, ექს პრეზიდენტის პალატიდან გამოსულმა შავლა ხაჭაპურიძემ გააკეთა.
ხაჭაპურიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი ამ დრომდე ვერ გადაადგილდება, ვერ იღებს საკვებს და მედიკამენტებს. 

ადვოკატი ამბობს, რომ არ არის გამორიცხული ორშაბათს ჩანიშნული ვიზიტი დღეს შედგეს და „ვივა მედში“ ნობელიანტი ექიმი რამდენიმე საათში  მივიდეს.

ვითარება იმდენად რთულია, რომ ადვოკატის თქმით, კვლევების ჩატარება ექიმმა კობიმ ნაადრევად მოითხოვა. 

“ვერ გადაადგილდება, საკვებს ვერ იღებს. არ გამოვრიცხავ, რომ ბატონი კობი დღესაც შევიდეს სააკაშვილთან. თავად კობიმ მოითხოვა შესვლა, იმდენად მძიმე არის მდგომარეობა, რომ აუცილებელია ჩემი კიდევ ერთხელ შესვლაო. ანუ, ძალიან ცუდი შედეგი რომ არ დადგეს, უნდა შევხდე პაციენტს აუცილებლადო“. - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.