ქალის სატიკი მკვლელობა დიღომში - „პირველებმა“ ტრაგედიის ახალი დეტალები გაარკვია

08.10.22 13:17
ქალის სატიკი მკვლელობა დიღომში - „პირველებმა“ ტრაგედიის ახალი დეტალები გაარკვია

მკვლელობაში მხილებული კაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. 

20 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. 

რა გახდა სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ფარნავაზ მეფის ქუჩის მცხოვრებლებს საუბარი უჭირთ.

„პირველებმა“ მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები გაარკვია. 

ერთ-ერთი ვერსიით ბინის მეპატრონე ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც მას ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი დაუკავშირდა და უთხრა, რომ საკუთარ  შვილთან კონტაქტზე ვერ გადიდოდნენ.

ქალი ადგილზე მივიდა, თუმცა სახლის კარი არავინ გაუღო. სავარაუდო მკვლელი კი 40 წლის ქალის ცხედარს ნაქირავებ ბინაში ორი დღის განმავლობაში მალავდა.

გუშინ, დიღომში 20 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქემ  40 წლის ქართველი ქალი  მოკლა.