ნობელიანტი ექიმი „ვივა მედშია“ - კობი სააკაშვილის გასასინჯად საგანგებოდ გამოიძახეს
ნობელიანტი ექიმი „ვივა მედშია“. ჯეიმს კობი კლინიკაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა.
მაღალი რეპუტაციის მქონე ამერიკელი მედიკოსი სააკაშვილის გასასინჯად საგანგებოდ გამოიძახეს.
მდგომარეობაა საგანგაშოა. ამიტომ მესამე პრეზიდენტმა თავად მოითხოვა მასთან გავლენიანი მედიკოსი დათქმულზეე ორი დღით ადრე შეუშვან.
არ არის გამორიცხული, კიდევ ერთი ამერიკელი ექიმი საგანგებო ვიზიტით საქართველოში ჩამოფრინდეს.
სტიუარტ ფინკელისთვის, რომელიც ამჟამად სააკაშვილის მკურნალობის პროცესს დისტანციურად აკვირდება, რეგულირების სააგნეტომ ლიცენზია უკვე გასცა.