"საფლავებიც თუ შეღობეს, მერე მართლა სოფლიდან უნდა წახვიდე" - სოფელ დვანთან საოკუპაციო ძალები ისევ გამოჩნდნენ

08.10.22 15:15
"საფლავებიც თუ შეღობეს, მერე მართლა სოფლიდან უნდა წახვიდე" - სოფელ დვანთან საოკუპაციო ძალები ისევ გამოჩნდნენ

დილიდან სოფელ დვანთან საოკუპაციო ძალები ისევ გამოჩნდნენ.

ოკუპნატებმა სამუშაოები განაახლეს. სოფლიდან 500 მეტრში ძელები დაამაგრეს  და მავთულხლართები გაავლეს.

დილის შვიდი საათიდან მოსახლეობაა ისევ მცოცავ ოკუპაციას უყურებს.

ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის შედეგად, სავარაუდოდ, დამატებით ათობით ჰექტარი ქართული სახნავ-სათესი მიწა და საძოვრები  მავთულხლართებს მიღმა აღმოჩნდება.

ადგილზე დილიდან გამოჩნდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლოო მისიის წარმომადგენლებიც.

მოსახლოება შეშინებულია და დახმარებას ითხოვს.

საფლავებიც თუ შეღობეს, მერე მართლა უნდა ადგე და სოფლიდან უნდა წახვიდე. ერთი სიტყვით, არ დაგანებებს თავს რუსი და ეგ იქნება" - ამბობს ადგილობრივი.